შუალედური კონფერენცია: „სამედიცინო და ვეტერინარული ხელნაწერები საქართველოსა და უცხოეთის სიძველეთსაცავებში“

სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – „სამედიცინო და ვეტერინარული ხელნაწერები საქართველოსა და უცხოეთის სიძველეთსაცავებში“ – მიზანია საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ არსებულ სიძველეთსაცვებში დაცული ქართული სულიერი კულტურის, მეცნიერების ისტორიის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი შრის – სამედიცინო შინაარსის ხელნაწერების სისტემატიზაცია, ინტერდისციპლინური შესწავლა და სათანადო მონაცემების სამეცნიერო მიმოქცევაში ჩართვა ერთიანი ანოტირებული ბაზის შექმნითა და ქართული და ინგლისური ანოტირებული ილუსტრირებული კატალოგების გამოცემის გზით.

პროექტი ხორციელდება კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერთა მიერ დარგის სპეციალისტებთან (მედიცინა, ვეტერინარია) თანამშრომლობით.

შუალედურ კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება ამ ეტაპზე შესრულებული სამუშაოების შედეგები (იხ. კონფერენციის პროგრამა)