სტატიების მიღება მრავალთავის 27-ე ტომისათვის

“მრავალთავში” გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილი სტატია გამოგზავნილი უნდა იქნეს მისამართზე mravaltavi@manuscript.ge. სტატიების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 1 ნოემბერი.

სტატია გამოგზავნილ უნდა იქნეს დოკუმენტური ფაილის სახით (MS Word, Open Office etc.). ძველი ბერძნული ენისთვის გამოყენებულ უნდა იქნეს ფონტი – GRAECA (გადმოწერა).

სტატიის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს  7 500 სიტყვას. სტატიას უნდა ერთვოდეს ქართულ ენაზე რეზიუმე, რომლის მოცულობა უნდა იყოს 150-დან 600 სიტყვამდე.

განსახილველად მიიღება როგორც სამეცნიერო ხარისხის მქონე მკვლევართა, ისე დოქტორანტთა მიერ წარმოდგენილი ნაშრომები.

სტატია უნდა წარმოადგენდეს სამეცნიერო სიახლეს, არ უნდა იყოს პლაგიატი და არ უნდა იყოს მანამდე გამოქვეყნებული.

წესი