ნიკო ნიკოლაძის შრიფტის პრეზენტაცია

14 აპრილს, 14:00 საათზე, მწერალთა სახლში (მის.: ივანე მაჩაბლის ქუჩა, N13), ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ფესტივალის ფარგლებში, გაიმართა ქართველი საზოგადო მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის, ახლადშექმნილი შრიფტის პრეზენტაცია. პროექტი განხორციელდა საკონსულტაციო ჯგუფის „ჯეპრა“, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და კალიგრაფის, დავით მაისურაძის, თანამშრომლობის  ფარგლებში.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში საზოგადო მოღვაწეების საარქივო მასალის მიხედვით არაერთი მსგავსი შრიფტი შექმნილა, მათ შორის: ნიკოლოზ ბარათაშვილის, სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის და სხვ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი მოხარული იყო გამოხმაურებოდა „ჯეპრას“ სურვილს – შექმნილიყო ქართველი პუბლიცისტის, კრიტიკოსის, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის შრიფტი.

„ქართველი საზოგადო მოღვაწეების ხელწერის შრიფტებად გადაკეთება მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ცნობიერებისა და, ასევე, ქართული კულტურის, თუ მისი წარმომადგენლების შესახებ ცნობადობის გაზრდის კუთხით.“  – აღნიშნავს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი, ზაზა აბაშიძე.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი მადლობას მოახსენებს საკონსულტაციო ჯგუფ “ჯეპრას“ ინიციატივისთვის და დიზაინერ-კალიგრაფს, დავით მაისურაძეს, რომელმაც უზრუნველყო ხელნაწერების შესწავლა და ფონტის დიზაინი.

https://www.facebook.com/gepra/posts/2326607810724365