მიხეილ ბატიაშვილის სტუმრობა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, X საუკუნის იმ ჰიმნოგრაფიულ კრებულებს გაეცნო, რომლებშიც საგალობლის ჰანგი ნევმებით – ძველი სამუსიკო ნიშნებით არის ჩაწერილი. ნევმების სისტემის მიმართ სამეცნიერო ინტერესი მრავალი წელია არსებობს, თუმცა მასში დაცული საიდუმლოს ამოხსნა დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა. ნევმირებულ ხელნაწერთა შორის გამორჩეულია მიქაელ მოდრეკილის იადგარი და ნევმირებული ძლისპირნი.​

„X საუკუნის იმ ჰიმნოგრაფიულმა კრებულმა, რომელიც დღეს ვნახეთ, ძველი სამუსიკო ნიშნები – ნევმები შემოგვინახა. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შესაძლებელი გახდა ნიშნების ამოხსნა და ამ მიმართულებით გვაქვს გარკვეული შედეგები. ხვალ მნიშვნელოვანი დღეა, საჯაროდ პირველად აჟღერდება X საუკუნის ქართული საგალობლები ორიგინალთან მიახლოებული სახით. ეს მიგნება არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო კულტურის მონაპოვარი იქნება“, – მიხეილ ბატიაშვილი.

https://www.facebook.com/MESGeorgia/posts/2837477246270002?__xts__%5B0%5D=68.ARCkglDSrQI_IU1Lbm_jJv21OVzLCorEUIzvkCIQudpv7jb4G8D0VJgEpLT3lFb8HG_jWPd-wRsd7Ir2xxALABdVyKI048s1gWtikf_JcXJ5-pVE9UAzlA2DE0h4ktLlu5BfM8SLL4Gw4gWjSgWURDIPJEOY_gy3jEiZVSIAKNFvSyMJBJkKzwK3xNpB9LV3ZXvnyTniLMUrrpqnUpzikj9KFbIgaTq39VuKj355FGdZqTsvMzzGMCMG7aL3HwbbFAz_9qM1UMln7Ds7OQWRG8fpoh5R73dAgqh78wyWwKYXYjYQa2w940eEXrz1QW-Svlj58nasS7txT0bJhpPVMKjogwE3MNxng1WkRgO7_xU1hK_qnCWBU7VyOjkehEXq-mf0lmFK9tLVk3coHBH_etxDKeP9jm03FfBcLgWMhHnr1ngHfv-mn3R3hbzv1YI1Lt0TGiLIqH4vvdhshic2npbXMjbs4z5J1_wMiCScybPZ98VdYvlB6KDR&__tn__=C-R