მანდატურის სამსახურის სტუმრობა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში

26 მარტს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს სტუმრად ეწვივნენ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მანდატურები, მართლწესრიგის ოფიცრები და სკოლის მოსწავლეები. სპეციალურად ამ დღისთვის დარბაზში გამოიფინა რამდენიმე ორიგინალი დოკუმენტი, რომელშიც მოხსენიებულნი არინ მანდატურთუხუცესები. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ხელნაწერების საშუალებით დამთვალიერებლებმა იმოგზაურეს ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობის სამყაროში. VII საუკუნიდან XVIII საუკუნის პერიოდში გადაწერილ ხელნაწერებს შორის გამორჩეული ექსპონატები იყო მეფე თამარის მიერ საგანგებოდ დაკვეთილი სახარება, აფხაზეთში, მოქვის მონასტერში გადაწერილი და ოქროთი შემკული მოქვის ოთხთავი და მეფეების – სოლომონ I-ისა და გიორგი XI-ის დაკვეთით გადაწერილი „ვეფხისტყაოსნის“ ნუსხები. სტუმრებმა, ასევე, მოისმინეს საინტერესო ინფორმაცია ქართული ანბანის სამი სახეობის შესახებ. გარდა ამისა, სტუმრები გაეცნენ კომპიუტერულ პროგრამას „ჩემი შექმნილი წიგნი“. საინტერესო და სახალისო ნაწილი სტუმრობისა იყო მეფის ტიტულის მორგება და ფოტოების გადაღება

 

 

https://www.facebook.com/pg/Manuscript.ge/photos/?tab=album&album_id=2295734953816223