წიგნის მოვლის კულტურა

22 თებერვალს, 14:00 კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა ხაშურის №8 საჯარო სკოლაში გამართა პროექტის „წიგნის მოვლის კულტურა“ პრეზენტაცია, რომელიც ითვალისწინებდა საგანმანათლებლო ღონისძიებების ციკლს სკოლის მოსწავლეთათვის. პროექტს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კონსერვაცია-რესტავრაციის სამეცნიერო ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომლები ახორციელებენ. პროგრამის მიზანია, თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაცემის საფუძველზე ბავშვებს გამოუმუშავდეთ წიგნის მოვლის უნარ-ჩვევები, აგრეთვე ჩამოუყალიბდეთ და აუმაღლდეთ წიგნთან სწორად მოპყრობის კულტურა. სკოლის მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ თავისი ხელი აღედგინათ ქაღალდის სტრუქტურა, ასევე წიგნად აეკინძათ რესტავრირებული ფურცლები. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ საშურის სკოლის ბიბლიოთეკას გადასცა: ავალიშვილისეული “ვეფხვისტყაოსანი”, წიგნი “ქართული ხელნაწერი”,ბუკლეტი “ხელნაწერი”. პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებმა იხილეს ფილმი ხელნაწერების შექმნის შესახებ.