სამაგიდო თამაშების გამოფენა-შეჯიბრება

22 იანვარს, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა უპასპინძლა ახალგაზრდა ხელოვანისა და ფილოლოგის, ლევან გელაშვილის მიერ შექმნილი სამაგიდო თამაშების გამოფენასა და შეჯიბრებას. ღონისძების ფარგლებში საგანგებოდ ერთი დღით გამოიფინა ე. წ. „წერეთლისეული“ „ვეფხისტყაოსნის“ ორიგინალი. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილი ინტერაქტივი „გააფერადე „ვეფხისტყაოსანი“ განკუთვნილი იყო ღონისძიების მცირეწლოვანი სტუმრებისთვის, რომლებმაც შეძლეს გააეფერადებინათ „ვეფხისტყაოსნის“ სხვადასხვა ხელნაწერების, ასევე, მიხაი ზიჩის მიერ შექმნილი ილუსტრაციები; ხოლო, აქტივობაში „გააფერადე ანბანი“ მოიაზრებდა თამარისა და “ვეფხისტყაოსნის” ეპოქის უნიკალური ხელნაწერების საზედაო ასოების მიხედვით მომზადებული ხის რეკვიზიტები საღებავებით შეღებვას. სამაგიდო თამაშების შეჯიბრებაში, რომელიც მონაწილეობდნენ თბილისის N147 და ქ. გორის N9 საჯარო სკოლები. შეჯიბრება ჩატარდა რამდენიმე ტურად. გამარჯვებულებს გადაეცათ ფულადი ჯილდო, რომელიც დააწესა ფონდმა ,,იავნანამ’’ და, ასევე, სხვადასახვა საჩუქრები.