ნიკო ნიკოლაძისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია ხაშურში

ა.წ. 15 დეკემბერს ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გაიმართა ნიკო ნიკოლაძისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდნენ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები ზაზა აბაშიძე, მიხეილქავთარია, ნანა თარგამაძე, იზო ჯიქიძე, შორენა თავაძე და თამარ მჭედლიძე. მ. ქავთარია ხელმძღვანელობდა ფილოლოგიის სექციის მუშაობას, რომელზედაც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რესტავრაცია-კონსერვაციის განყოფილების თანამშრომელმა შ. თავაძემ წაიკითხა მოხსენება თემაზე: „დიმიტრი ყიფიანის არქივის კონსერვაცია-რესტავრაცია“ (თანაავტორები იზო ჯიქიძე, რევაზ კლდიაშვილი). კონფერენციის შემაჯამებელ სხდომაზე მის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ. მეორე დღეს კონფერენციის მონაწილეები ესტუმრნენ ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმს სოფ. დიდ ჯიხაიშში.