ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ვიზიტი

2018 წლის 12 დეკემბერს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს სტუმრად ეწვივნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები. სტუდენტებს ჩაუტარდათ ლექცია “ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კომექციები, როგორც წყარო ახალი კვლევებისათვის”. ამ თემაზე სტუმრებს ესაუბრა ცენტრის საგმოფენო და საგანმანათლებლო განყოფილების ხელმძღვანელი ნესტან ბაგაური.