საგანამანათლებლო გამოფენა “მე რუსთაველის პერსონაჟი ვარ”

10 ოქტომბერს, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიხსნა საგანმანათლებლო გამოფენა “მე რუსთაველი პერსონაჟი ვარ”. გამოფენის ფარგლებში, პირველი სტუმრები იყვნენ 52-ე სკოლის, მე-7 კლასის მოსწავლეები.

ბავშვებმა დაათვალიერეს ვეფხისტყაოსნის ორიგინალი ხელნაწერები, ხოლო შემდეგ ჩაერთვნენ აქტივობაში, რომლის ფარგლებშიც მცირე ესეს სახით თავი უნდა წამოედგინათ რუსთაველის პოემის რომელიმე გმირად. აქტივობას კონკურსის სახე აქვს და პროექტის დასასრულს კომისია გამოავლენს საუკეთესო ჯგუფების სამეულს.

გარდა ამისა, ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ გაეცოცხლებინათ „ვეფხისტყაოსნის“ უნგრელი მხატვრის, მიხაი ზიჩის მიერ შესრულებული ილუსტრაცია, სადაც რუსთაველი მეფე თამარს „ვეფხისტყაოსანს“ მიართმევს.

პროექტის ბოლოს გამოვლინდება საუკეთესო ფოტოების სამეული: 3 ავტორი და 3 პერსონაჟთა წყვილი.

ვუსურვებთ წარმატებას ბავშვებს!