“ექვთიმე თაყაიშვილი – 155: გადარჩენილი საგანძური”

27 სექტემბერს, 14:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიხსნა ღონისძიება სახელწოდებით ” ექვთიმე თაყაიშვილი – 155: გადარჩენილი საგანძური”. ღონისძიება დაიგეგმა მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში. ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 155 წელი შესრულდა, სწორედ ამ თარიღს მიეძღვნა ღონისძიება, სადაც საზოგადოებას საშუალება ჰქონდა მოესმინა სამი თემა. სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლებმა. 14:00 საათზე – „შორთა ქუეყანათაგან რომელმან ვლე უთხმეოცდაათექუსმეტი დღე”: შუა საუკუნეების ქართულ ხელნაწერთა მოგზაურობანი – ნათია მიროტაძე 14:40 – მოხატული ისტორიული დოკუმენტები საქართველოს სიძველეთსაცავებიდან – დოქტ. დარეჯან კლდიაშვილი 15:20 – ვეფხისტყაოსნის დასურათებული ხელნაწერები – დოქტ. თამარ აბულაძე ღონისძიება 28 სექტემბერს დაიხურება და 14:00 საათზე საზოგადოებას საშულება ექნება დაესწროს ლექციას „ექვთიმე თაყაიშვილის პირადი არქივი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში“ – ვლადიმერ კეკელია