ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისთვის ემიგრაციაში

დღეს, 26 სექტემბერს, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ესტუმრნენ მე-8 საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც მოუსმინეს შორენა მურუსიძის ლექციას თემაზე „ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისთვის ემიგრაციაში“. მოსწავლეებს, ასევე, მიეცათ შესაძლებლობა თავად დაეთვალიერებინათ საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი ორიგინალი საბუთები, რომლებიც უკავშირდება საჯარო ლექციის თემატიკას.