07/17/2018 იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის სტუმრობა
გამოქვეყნებულია: 18:00h
in სიახლეები
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჯო მატარელა ეწვია. უნივერსიტეტში პრეზიდენტმა გამოფენა „საქართველო-იტალია: მეგობრობის ისტორია“ დაათვალიერა, სადაც წარმოდგენილი იყო ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ხელნაწერები და ეროვნული არქივის საინფორმაციო ბანერები. ასევე გაიმართა შეხვედრა თსუ-ს რექტორთან, გიორგი შარვაშიძესთან, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ, მიხეილ ბატიაშვილთან, იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ანტონიო ენრიკო ბარტოლისთან და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან.
https://www.facebook.com/pg/Manuscript.ge/photos/?tab=album&album_id=1932628320126890
