სტატიების მიღება კრებულ “მრავალთავში”

“მრავალთავში” გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილი სტატია გამოგზავნილი უნდა იქნეს მისამართზე mravaltavi@manuscript.ge. სტატიების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 1 ნოემბერი.

სტატია გამოგზავნილ უნდა იქნეს დოკუმენტური ფაილის სახით (MS Word, Open Office etc.). ძველი ბერძნული ენისთვის გამოყენებულ უნდა იქნეს ფონტი – GRAECA (გადმოწერა).

სტატიის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს  7 500 სიტყვას. სტატიას უნდა ერთვოდეს ქართულ ენაზე რეზიუმე, რომლის მოცულობა უნდა იყოს 150-დან 600 სიტყვამდე.

განსახილველად მიიღება როგორც სამეცნიერო ხარისხის მქონე მკვლევართა, ისე დოქტორანტთა მიერ წარმოდგენილი ნაშრომები.

სტატია უნდა წარმოადგენდეს სამეცნიერო სიახლეს, არ უნდა იყოს პლაგიატი და არ უნდა იყოს მანამდე გამოქვეყნებული.

სამეცნიერო ლიტერატურის დამოწმების წესები

1) სტატიაში ბიბლიოგრაფიული მითითება წარმოდგენილი უნდა იყოს იმავე გვერდზე, სქოლიოს სახით – footnote. სქოლიოების ნუმერაცია უნდა იყოს გაბმული და არ უნდა იწყებოდეს ყოველ გვერდზე თავიდან. სტატიაში მოცემული ბიბლიოგრაფიული მითითება უნდა იყოს მოკლე სახის: გვარი – მძიმე – სტატიის ან მონოგრაფიის სათაური შემოკლებულად, დახრილი სახით (Italic) – მძიმე – გვ. / p. / S. – სათანადო გვერდები:

 

ცაგარეიშვილი, არმენოლოგიური კვლევა-ძიების, გვ. 292-295.

ანდრონიკაშვილი, ნარკვევები, გვ. 451-458.

აბულაძე, ლექსიკონი, გვ. 320.

Richard, Anastase le Sinaïte, p. 29-42.

 

შენიშვნა: თუკი ორი ან რამდენიმე ავტორია, ავტორთა გვარები გამოყოფილი უნდა იყოს დეფიზით:

ცერაძე – ხოფერია, ეპისტოლე, გვ. 160-165.

Roosen – Van Deun, Les collections, p. 55-60.

ბრეგაძე – ქავთარია – ქუთათელაძე, აღწერილობა, გვ. 346.

შენიშვნა: ტექსტის პუბლიკაცია მითითებული უნდა იყოს შემდეგი სახით: ტექსტის ავტორი – მძიმე – ტექსტის სათაური შემოკლებით, დახრილი სახით (Italic) – მძიმე – გამომცემელი – გვ. / p. / S. – შესაბამისი გვერდები:

გრიგოლ ნოსელი, თარგმანებაჲ, კიკნაძე, გვ. 144-149.

2) ხელნაწერი მითითებული უნდა იყოს ლიტერით და დეფისით: A-57; S-1463.

3) სქოლიოს ნიშანი უნდა ერთვოდეს უშუალოდ აღსანიშნ სიტყვას გამოტოვებული ადგილის გარეშე: მაშინ ეს ხელნაწერი კერძო პირის1უთვნილება იყო.

4) თუკი სქოლიოთი აღსანიშნ სიტყვას ან ფრაზას მოსდევს პუნქტუაციის ნიშანი, სქოლიოს ნიშანი უნდა მოსდევდეს პუნქტუაციის ნიშანს: ი. ასფალგის მიერ შედგენილი კატალოგის მიხედვით, ხელნაწერის ფურცლების რაოდენობა 30-ს უდრიდა.1

5) სტატიას ბოლოს უნდა ერთვოდეს ანბანზე დალაგებული გამოყენებული სამეცნიერო ლიტერატურის სრული ბიბლიოგრაფიული ჩამონათვალი, ჯერ ქართული სამეცნიერო ლიტერატურა, შემდეგ – დასავლეთის და შემდეგ – რუსული.

სტატიის დამოწმების შემთხვევაში: გვარი – მძიმე – შემოკლებული სათაური – ტოლობის ნიშანი – სახელის ინიციალი – წერტილი – გვარი – მძიმე – სტატიის სათაური სრულად, დახრილი სახით (Italic) – მძიმე – ჟურნალის დასახელება (თუკი სტატია ფრანგულადაა გამოქვეყნებული უცხოენოვან ჟურნალში, ჟურნალის დასახელებას უნდა უძღოდეს dans, ხოლო თუ სტატია ინგლისურად ან გერმანულადაა – in – მძიმე – ჟურნალის ნომერი – გამოცემის წელი ფრჩხილებში – მძიმე – გვ. / p. / S.  –  სტატიის გვერდები სრულად.

 

ცაგარეიშვილი, არმენოლოგიური კვლევა-ძიების = ე. ცაგარეიშვილი, არმენოლოგიური კვლევა-ძიების ისტორიიდან ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, მრავალთავი, 24 (2015), გვ. 292-295.

ცერაძე – ხოფერია, ეპისტოლე = თ. ცერაძე – ლ. ხოფერია, დანიელ ხანბაშურის ეპისტოლე, მრავალთავი, 22 (2007), გვ. 153-171.

Richard, Anastase le Sinaïte = M. Richard, Anastase le Sinaïte, l’Hodegos et le monothélisme, dans Revue des Études Byzantines, 16 (1958), Paris, p. 29-42.

თუკი სტატია წარმოდგენილია კრებულში: გვარი – მძიმე – შემოკლებული სათაური – ტოლობის ნიშანი – სახელის ინიციალი – წერტილი – გვარი – მძიმე – სტატიის სათაური სრულად, დახრილი სახით (Italic) – in / dans, თუ უცხოენოვანი კრებულია – კრებულის გამომცემელის სახელის ინიციალი და გვარი – (რედ.), (eds.), თუ უცხოენოვანი კრებულია – კრებულის დასახელება – სერია ფრჩხილებში – გამოცემის ადგილი – მძიმე – გამოცემის წელი – მძიმე – გვ. / p. / S. – სათანადო გვერდები.

Roosen – Van Deun, Les collections = B. Roosen – P. Van Deun, Les collections de définitions philosophicothéologiques, dans M. Cacouros – M. H. Congourdeaou (eds.), Philosophie et sciences à Byzance (Orientalia Lovaniensia Analecta), Leuven – Paris – Dudley (MA), 2006, p. 53-76.

 

მონოგრაფიის დამოწმებისას: გვარი – მძიმე – შემოკლებული სათაური – ტოლობის ნიშანი – სახელის ინიციალი – წერტილი – გვარი – მძიმე – მონოგრაფიის სათაური,  დახრილი სახით (Italic) – მძიმე – გამოცემის ადგილი – მძიმე – გამოცემის წელი.

აბულაძე, ლექსიკონი = ი. აბულაძე, ძველი ქართული ენის ლექსიკონი, თბილისი, 1973;

ანდრონიკაშვილი, ნარკვევები = მ. ანდრონიკაშვილი, ნარკვევები ირანულ-ქართული ენობრივი ურთიერთობიდან, თბილისი, 1966;

ბრეგაძე – ქავთარია – ქუთათელაძე, აღწერილობა = თ. ბრეგაძე – მ. ქავთარია – ლ. ქუთათელაძე, ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა ყოფილი საეკლესიო მუზეუმის (A) კოლექციისა, II, თბილისი, 1973;

ტექსტის პუბლიკაციისას: ტექსტის ავტორი – მძიმე – ტექსტის სათაური შემოკლებით – გამომცემელი – ტოლობის ნიშანი – ტექსტის ავტორი – მძიმე – ტექსტის სათაური, დახრილი სახით (Italic) – მძიმე – გამომცემელი – გამოცემის ადგილი – გამოცემის წელი:

გრიგოლ ნოსელი, თარგმანებაჲ, კიკნაძე = გრიგოლ ნოსელი, თარგმანებაჲ ქებისა ქებათაჲსაჲ, გ. კიკნაძის გამოცემა, თბილისი, 2013.