ილია აბულაძისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

2017 წლის 20 დეკემბერს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა ილია აბულაძისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია. პროგრამა:  ნუგზარ პაპუაშვილი. ძმები ათაბაგები კონსტანტინოპოლში და აუგსბურგის აღსარება.  გულნარა მჭედლიძე. ჭართლის აღსარების მთქმელთა დავთარი (1831-1892 წწ.).  ალექსი ოსტროვსკი. „დოგმატიკონის“ ხელნაწერებისა და შემდგენელის ვინაობის შესახებ.  თეა ქართველიშვილი. იმერეთის მეფის ბაგრატ III-ის საეკლესიო-ადმინისტრაციული რეფორმა.  თამაზ გოგოლაძე. XII-XIII საუკუნეების ახალდაბის ეკლესიის მოდელის ასომთავრული წარწერა ერისთავთ-ერისთავ გამრეკელის მეუღლის დიოფალთ დიოფალ ვანენისა და მისი ვაჟის მოხსენიებით.  ნანა უგრეხელიძე. ექვთიმე ათონელის ერთი თარგმანის გამო.  ლია წერეთელი. სვიმეონ სასწაულმოქმედი დავით აღმაშენებლის „შიომღვიმისადმი ანდერძში“.  თამაზ დევიძე. იოანე თესალონიკელის ჰიმნი ღვთისმშობლისადმი და მისი საღვთისმეტყველო ანალიზი.  თინათინ მანჩხაშვილი. IX-XV საუკუნეების სამონასტრო სამწიგნობრო კერები.  ირინა გოგონაია. „მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლა“ და არაფორმალური განათლების შესაძლებლობები ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.  შალვა გლოველი. ქართველ მეფეთა ტიტულატურა და მისი შინაარსი ქართულ და უცხოურ წყაროებში (X-XI სს.).  ნიკოლოზ ჟღენტი. უცნობი დმანელი საჭეთმპყრობლისა და სამცხე-საათაბაგოს მიტროპოლიტი პავლეს ეპიტაფია (XVIII ს. I ნახ.) (ტექსტი, თარიღი, მოხსენიებული პირის იდენტიფიკაცია, ეპიტაფიის მნიშვნელობა).  ნინო კობაური. მეფეთა რეზიდენციების განლაგების ზოგიერთი ტენდენცია.  თამარ დვალიშვილი. კონსერვაცია-რესტავრაციისა და რეკონსტრუქციის მთავარი განსხვავება (კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხები).  ასმათ გვაზავა. სარესტავრაციო მასალის თავისებურება წიგნის რესტავრაციის სწორად წარმართვის პროცესში.  ლელა გოცირიძე. Turk 36-ზე ჩატარებული საკონსერვაციო- სარესტავრაციო სამუშაოების შესახებ  სოფიო ცერცვაძე. აღმოსავლური ხელნაწერების კონსერვაცია- რესტავრაცია TurL 77-ის მაგალითზე.  ხატია ტერტერაშვილი, ნათია ლევიძე. შუა საუკუნეების სამონასტრო-სამწიგნობრო კერები, როგორც ეროვნული თვითშეგნების საფუძველი