ელენე მეტრეველი – 100

გრძელდება ელენე მეტრეველის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენცია გაიხსნა 13 დეკემბერს 12. 00 საათზე. პირველ დღეს მოხსენებები ელენე მეტრეველის მოღვაწეობას შეეხო, დღეს კი მოვისმინეთ მოხსენებები იმ სფეროში, რომელშიც ელენე მეტრეველი მოღვაწეობდა: ძველი ქართული ორიგინალური და ნათარგმნი ლიტერატურა, ჰიმნოგრაფია, შუა საუკუნეების სამონასტრო-სამწიგნობრო კერები, არქეოგრაფია, ბიზანტიურ-ქართული ლიტერატურულ-ისტორიული ურთიერთობები, ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი კვლევები. კონფერენციაში ოცდაათამდე მეცნიერი იღებს მონაწილებას.