ღონისძიება ხაშურში

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურში 2 დეკებბერს ჩატარდა. ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენცია ხაშურის სამუზეუმო გაერთიანების მმართველმა თამაზ ლაცაბიძემ გახსნა. მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა, ხაშურის მაჟორიტარმა დეპუტატმა სიმონ ნოზაძემ, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წამყვანმა მეცნიერ-თანამშრომელმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა მიხეილ ქავთარიამ , კონფერენციის ორგანიზატორმა, ფილოლოგიის მეცნირებათა დოქტორმა მურად მთვარელიძემ. პლენარულ სხდომაზე მონაწილეობა მიიღეს კ.კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა მიხეილ ქავთარიამ და კონსერვაცია-რესტავრაციის ლაბორატორიის რესტავრატორმა შორენა თავაძემ „ხაშურის მუზეუმის ხელნაწერის სტრუქტურული კვლევა და კონსერვაცია-რესტავრაცია“ პლენარული სხდომის შემდეგ გაიმართა სექციური მუშაობა, სამუზეუმო სექციურ მუშაობაში მონაწილეობა მიიღო კონსერვაცია-რესტავრაციის ლაბორატორიის ქიმიკოს-რესტავრატორმა იზოლდა ჯიქიძემ. კონფერენცია ხაშურის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანების, სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების ხაშურის რაიონული ორგანიზაციის ინიცირებით და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.