ელენე მეტრეველი – 100

2017 წლის 13-14 დეკემბერს კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აწყობს აკად. ელენე მეტრეველის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას.

კონფერენციის თემატიკაა:
• ძველი ქართული ორიგინალური და ნათარგმნი ლიტერატურა
• ჰიმნოგრაფია
• შუა საუკუნეების სამონასტრო-სამწიგნობრო კერები
• არქეოგრაფიული ძიებანი
• ბიზანტიურ-ქართული ლიტერატურულ-ისტორიული ურთიერთობები
• ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი კვლევები

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, წარმოადგინოთ მოხსენებათა ანოტაციები (არაუმეტეს 300 სიტყვისა) ა. წ. 30 ნოემბრამდე ელექტრონულ მისამართზე:
conferencemetreveli100@gmail.com

შერჩეული მოხსენებების ავტორები ინფორმაციას კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ მიიღებენ არაუგვიანეს 7 დეკემბრისა.