„ილია ჭავჭავაძე – 180“

27 სექტემბერს გაიხსნა გამოფენა „ილია ჭავჭავაძე – 180“, რომელიც მოიცავს საგანმანათლებლო პროგრამასა და საჯარო ლექციებს. 28 სექტემბერს საჯარო ლექცია წაიკითხა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის არქივთმცოდნეობის განყოფილების უფროსმა მეცნიერ თანამშრომელმა ქეთევან ხითარიშვილმა თემაზე „ილია ჭავჭავაძის მიმოწერა – XIX საუკუნის საზოგადოებრივი ყოფის ამსახველი წყარო“.