გამოფენა „ქართული ხელნაწერი“

26 სექტემბერს 16:15 საათზე კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიხსნა გამოფენა ”ქართული ხელნაწერი”, რომელიც დაიგეგმა მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში. 17:00 საათზე კი ,ქართული ანბანის დღის ღონისძიებების საზეიმო დახურვის აღსანიშნავად, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ეზოში შედგა ქართველი მუსიკოსის ნიაზ დიასამიძის კონცერტი.