კონფერენცია “კორნელი კეკელიძე – 138”

10 მაისს, 14:00 საათზე, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია „კორნელი კეკელიძე – 138“, რომელიც მიეძღვნა უდიდესი მეცნიერის, კორნელი კეკელიძის, იუბილეს. კონფერენცია ყოველწლიურად იმართება და სამი სამეცნიერო დაწესებულება: „კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი“, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი“, ‘შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი“ იღებს მონაწილეობას. წელსაც ზემოთჩმოთვლილი დაწესებულებებიდან თითო მომხესენელმა წარმოადგინა თავისი ნაშრომი. ლელა ხაჩიძე (თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტი, ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტი): თემით – სტეფანე სანანოჲსძე-ჭყონდიდელის მთარგმნელობითი მოღვაწეობის შესახებ; ეკატერინე ჩიკვაიძე (შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი): თემით – პოლიჟანრულობა და ძველი ქართული სასულიერო მწერლობა; ლილი ხევსურიანი (კ.კეკელიძის სახ.საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი): თემით – ათონურ კოლექციაში (Ath 43) დაცული ერთი ფრაგმენტის შესახებ.