სანკტ- პეტერბურგის კოლექციის ქართულ- ბერძნული ხელნაწერი: ტრადიცია და ინოვაცია

პროექტის დასახელება: სანკტ- პეტერბურგის კოლექციის ქართულ- ბერძნული ხელნაწერი:ტრადიცია და ინოვაცია

 

დარგი და მიმართულება:  ქართველოლოგია, ტექსტოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, ბიზანტინისტიკა.

დამფინანსებელი ორგანიზაცია: სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

პროექტის ხელმძღვანელი: ეკა დუღაშვილი

პროექტის შემსრულებლები: კა დუღაშვილი, ნინო ქავთარია, ლია კიკნაძე

გარდამავალი (მრავალწლიანი) პროექტის აღწერა და ეტაპის შედეგები:

სანკტ-პეტერბურგის ბიბლიოთეკაში დაცულიXV საუკუნით დათარიღებული ბერძნულ-ქართული ხელნაწერი(0.I.58), როგორც მთლიანი კრებული, სპეციალური კვლევის საგანია რაც ოდესმე გამხდარა. ხელნაწერი მისი შედგენილობის, ქართული და ბერძნული ტექსტების ტიპოლოგიის, მათი შინაარსობრივი დატექსტობრივ-ფილოლოგიური თავისებურებების თვალსაზრისით არავის უკვლევია. ხელნაწერის ტექსტები და მათი გავლენა მინიატურებზე არასდროს უკვლევიათ. ხელნაწერის შედგენილობა და სახე გარკვეულწილად ავლენს მემკვიდრეობით მიღებულ იმ ლიტერატურულ და მხატვრულ ტენდენციებს, რაც იმ ეპოქაში, ბიზანტიის იმპერიის დაცემისა და საქართველოს მძიმე მდგომარეობის  ფონზე, კვლავ იძლეოდა მაღალიპროფესიული დონის შენარჩუნების შესაძლებლობას. ორენოვანი ლიტურგიკული კრებული საინტერესო მაგალითია ბერძნულ-ქართული კულტურული ურთიერთობებისა, რომელშიც თვალნათლივ გამოჩნდა, როგორც ამ ეპოქის თვალთახედვით გააზრებული ბრწყინვალე საუკუნეების შემოქმედებითი გამოცდილება, ასევე თან ადრეული მხატვრული აზროვნება.

2015 წელს ხელნაწერიდან გადმოიწერა ლიტურგიკული დანიშნულების საკითხავები (მათეს, ლუკას, მარკოზის  სახარების საკიხავები), ხელნაწერის შუა ნაწილში ჩართული პერსონიფიცირებული თვეების აღწერილობითი  ბერძნული ტექსტები, თეოდორე პროდრომოსის და ნიკოლოზ კალიკლეს (მე-11ს.) მიერ შედგენილი სამედიცინო შინაარსისი ტექსტები.საგალობელი – ლოცვითი და ვედრებითი შინაარსის ტექსტები, მოკლე ლოცვები. მომზადდა საკონფერენციო მოხსენება.ხელნაწერი ორენოვანია, შეიცავს ტექსტებს ქართულსა და ბერძნულ ენებზე, დიდი ნაწილი უჭირავს გარკვეული პრინციპით დალაგებულ მინიატურებს. ტექსტები სხვადასხვა ხასიათისაა, კერძოდ: სახარება დიატესარონის ტიპისა, იოანე ოქროპირის, ბასილი დიდისა და კვიპრიანეს ლოცვები, ჰიმნოგრაფიული მასალა, ქრისტესა და ავგაროზის მიმოწერა და სხვა. გადაწერილია ტექსტების დიდი ნაწილი. პროექტი დაიწყო 2015 წელს და დასრულდება 2017 წელს.