გამოფენა “ერთად მოვუაროთ ხელნაწერებს”

12 ნოემბერს ახმეტელის თეატრში გაიხსნა გამოფენა “ერთად მოვუაროთ ხელნაწერებს”. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საინფორმაციო ბანერები საქართველოს სამწიგნობრო კერების შესახებ. გამოფენის გახსნის შემდეგ დამთვალიერბელმა დარბაზში გადაინაცვლა, სადაც სპეკტაკლის დაწყებამდე საზოგადოებას მიმართა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რესტავრაციის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა. მათ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მნიშვნელობასა და ფუნქციაზე ისაუბრეს, ასევე აღნიშნეს თეატრისა და ცენტრის თანაშმრომლობის მნიშნველობა და სამომავლო გეგმებიც დასახეს.