დაჯილდოება მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში

11 ნოემბერს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის, „მედია-პალიტრა“-ს , „რადიო -1“-ს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით საქალაქო დათვალიერება-კონკურსის „ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს“ ლაურეატთა დაჯილდოვების ცერემონიალი და კონცერტი გაიმართა. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრთან თანამშრომლობის საინტერესო ტრადიცია აქვს. ამ ღონისძების ფარგლებში ცენტრმა ფინალში გადასულ მონაწილეებს საგანგებო საჩუქრები გადასცა. ამას გარდა, კონკურსის მონაწილეები საგანგებოდ ესტუმრებიან ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს და შესაძლებლობა ექნებათ ნახონ “ვეფხისტყაოსნის” ორიგინალები. ფოტოები მოგვაწოდა მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულმა სასახლემ