გამოფენის გახსნა „შოთა რუსთაველის ეპოქა“

2016 წელი შოთა რუსთაველის საიუბილეო წელია. ამ თარიღთან დაკავშრიებით კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და რუსთავის ისტორიული მუზეუმის ორგანიზებით მომზადდა გამოფენა „შოთა რუსთაველის ეპოქა“. გამოფენა გაიხსნა 26 ოქტომბერს ქ. რუსთავის ისტორიულ მუზეუმში. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო: „ვეფხისტყაოსნისა“ და რუსთაველის ეპოქასთან დაკავშირებული ხელნაწერების მულაჟები,საარქივო დოკუმენტების ორიგინალები: 1. „ვეფხისტყაოსნის“ ვახტანგ მეფისეული გამოცემა. 1712 წ. 2. უნგრელი მხატვრის, მიხაი ზიჩის მიერ შესრულებული „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციების ორიგინალები. 3. მიხაი ზიჩის მიერ „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციების შექმნის მიზნით გადაღებული დადგმითი სცენების ფოტოები. გარდა ამისა გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საინფორმაციო ბანერები. საგანგებოდ საგამოფენო პროექტის ფარგლებში მომზადდა საგანმანათლებლო პროგრამა „გამოიკვლიე შოთა რუსთაველის ეპოქის ხელნაწერები“. გამოფენის გახსნაზე საგანმანათლებლო აქტივობაში ჩაერთნენ რუსთავის კერძო სკოლა „ლაზარეს“ უფროსკლასელები. გამოფენა რუსთავის ისტორიულ მუზეუმში 26 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. რუსთავის ისტორიული მუზეუმი