“ვაჟა-ფშაველა-155”

1 სექტემბერს 15:00 საათზე ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიხსნა გამოფენა,რომელიც ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 155 წლის შესრულებას ეძღვნება. გამოფენაზე წარმოდგენილია ვაჟა-ფშაველას ორიგინალი საარქივო მასალა: მისი პირადი წერილები, პოემები, ლექსები, სხვადასხვა ჩანაწერები ა.შ. მაგალითად ისეთი ყველასათვის ნაცნობი პოემების ორიგინალები როგორიცაა „ბახტრიონი“, „სტუმარ-მასპინძელი“ და სხვა. გარდა გამოფენისა სკოლის მოსწავლეებისათვის დაიგეგმა და განხორციელდა საგანმანათლებლო პროგრამა „არქივისტი“, რომელიც მიზნად ისახავს გააცნოს მოსწავლეებს საარქივო საქმის თავისებურებები, დოკუმენტურ წყაროებთან მუშაობის სხვადსხვა ასპექტები. ასევე გამოფენის ფარგლებში ჩატარდა სამეცნიერო-პოპულარული ლექციები. „ვაჟას და თენგიზ აბულაძის ვედრება“ – ლევან გიგინეიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი თენგიზ აბულაძის ფილმი „ვედრება“ – ფრაგმენტების ჩვენება და დისკუსია – ნინო ქავთარაძე, კინომცოდნე, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი გამოფენა და ლექციები სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.