ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის მონაწილეები

14 სექტემბერს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში სტუმრად იმყოფებოდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული საზაფხულო სკოლის მონაწილეები გერმანიის, ბრიტანეთისა და ნიდერლანდების უნივერსიტეტებიდან. ხელნაწერთა ცენტრში სტუდენტებმა დაათვალიერეს მუდმივმოქმედი გამოფენა ასევე რამდენიმე ქართული, ბერძნული და სომხური ორიგინალი ხელნაწერი. გარდა ამისა მათ ჩაუტარდათ ლექცია ქართული ხელნაწერების შესახებ.