ათონის ივირონის მონასტრის ქართულ ხელნაწერთა ქართულ- ინგლისური ონლაინ კატალოგი და სრული აღწერილობა (ბეჭდური ვერსია)

პროექტის დასახელება: ათონის ივირონის მონასტრისქართულ ხელნაწერთა ქართულ-ინგლისური ონლაინ კატალოგი და სრული აღწერილობა (ბეჭდური ვერსია) 

დარგი და მიმართულება:  ქართველოლოგია, ბიზანტინისტიკა.

დამფინანსებელი ორგანიზაცია: სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

პროექტის ხელმძღვანელი: ლილი ხევსურიანი

პროექტის შემსრულებლები: ლილი ხევსურიანი,  ციალა ჯღამაია-გრიგოლია, ლია კიკნაძე, მიხეილ ქავთარია, თინა ცერაძე, ქეთევან ასათიანი.

გარდამავალი (მრავალწლიანი) პროექტის აღწერა და ეტაპის შედეგები:

2014 წლის 4 აპრილი – 2016 წლის 4 აპრილი

2015 წელს პროექტის ფარგლებში დამუშავდა, შეივსო და რედაქტირება გაუკეთდა ივირონის მონასტერში დაცული 86 ერთეულიდან 66 ხელნაწერის შესახებ მონაცემებს. მუშაობა მიმდინარეობდა ხელნაწერის ფოტოასლებზე. პროექტი გრძელდება.ამავე პროექტის ფარგლებში მომზადდა ათონურ ხელნაწერთა ქართულ-ინგლისური ილუსტრირებული ონლაინ-კატალოგის მაკეტი. მაკეტი შეიცავს 35 ერთეულის ილუსტრაციას, რომელსაც ახლავს მოკლე ინფორმაცია ხელნაწერთა რაობის, თარიღის, მთარგმნელის, გადამწერის შესახებ. კატალოგში წარმოდგენილია XI საუკუნის დიდი ათონელების – გიორგი მთაწმიდელისა და თეოფილე ხუცესმონაზონის ავტოგრაფები.

ხელნაწერებზე მუშაობისას გამოვლინდა ქართული მწერლობის ისტორიისათვის მნიშვნელოვანი ინოვაციები (Ath. 5, 7, 84).