„ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ტექნიკურ უნივერსიტეტში“

15 მარტს, 14:00 საათზე გაიხსნა გამოფენა „ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ტექნიკურ უნივერსიტეტში“.
გამოფენა გაგრძელდება 17 მარტის ჩათვლით.

გამოფენის მიზანია სტუდენტებს გავაცნოთ საქართველოში სამწიგნობრო კერების განვითარების ისტორია და ის ეტაპები, რომლებსაც უძველესი ხელნაწერის რესტავრაციის პროცესი მოიცავს.
გამოფენა გაიხსნა საქაართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის II კორპუსში. ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის III სართულზე.გამოფენაზე წარმოდგენილია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტაო-კლარჯული ხელნაწერის ჯრუჭის I სახარების ასლი და საინფორმაციო ბანერები საქართველოს სამწიგნობრო კერების შესახებ. სტუდენტებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ისტორიას თუ როგორ ვითარდებოდა საქართველოში ხელნაწერების გადაწერის კულტურა. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში არსებული კონსერვაცია-რესტავრაციის ლაბორატორიის მიერ ჩატარებული რამდენიმე წლის სამუშაოების ამსახველი ბანერები, რომლებზეც ასახულია სხვადასხვა უძველესი და მნიშვნელოვანი ხელნაწერების რესტავრაციის პროცესები: ხელნაწერის გაწმენდის, ახალი ყდის შექმნის, ხელნაწერის ხელახლა აკინძვისა და სხვა ძალიან საინტერესო პროცესები.

1 post