მემორანდუმის გაფორმება

2016 წლის, 9 მარტს კორნელი კეკელიძი სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს უფლებების დაცვის ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის გაფორმების მიზანია სამომავლო მჭირდო ურთიერთობების ჩამოყალიბება ამ ორგანიზაციებს შორის.
ხელმოწერის ცელრემონია ჩატარდა კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, ილია აბულაძის სახელობის საგამოფენო დარბაზში. ღონისძიების ფარგლებში ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლებმა მოისმინეს პრეზენტაცია, რომელიც ასოციაციის საქმინობას და ცენტრთან სამომავლო თანამშრომლობას ეხებოდა.
კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი არის უდიდესი ხელნაწერი მემკვიდრეობის საცავი საქართველოში. იგი ემსახურება ხელნაწერი მემკვიდრეობის პოპულარიზაციას. სამეცნიერო პროდუქციის შექმნის გზით ხელს უწყობს ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალის ზრდასა და განვითარებას. შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია შექმნილი სამეცნიერო პროდუქციის საავტორო უფლებების დაცვა.