ტაო-კლარჯეთის მწიგნობრული მემკვიდრეობა (მონოგრაფია, ტექსტები)

პროექტის დასახელება: ტაო-კლარჯეთის მწიგნობრული მემკვიდრეობა (მონოგრაფია, ტექსტები)

დარგი და მიმართულება: ფილოლოგია, წყაროთმცოდნეობა, კოდიკოლოგია

დამფინანსებელი ორგანიზაცია: სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

პროექტის ხელმძღვანელი: მზია სურგულაძე

პროექტის შემსრულებლები: ეთერ ედიშერაშვილი, , მაია კარანაძე, ნიკოლოზ ჟღენტი, ნესტან ჩხიკვაძე, ნათია ხიზანიშვილი, ლელა შათირიშვილი

გარდამავალი (მრავალწლიანი) პროექტის აღწერა და ეტაპის შედეგები:

პროექტის  – ტაო-კლარჯეთის მწიგნობრული მემკვიდრეობა (მონოგრაფია, ტექსტები) –  მიზანია თავი მოუყაროს და ერთიან-კულტურულ-ისტორიულ კონტექსტში წარმოაჩინოს მე-9-მე-16 საუკუნეების სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს პოლიტიკური და საეკლესიო-სამონასტრო ცხოვრება, ამ რეგიონის ისტორიული წვლილი ქართული კულტურის განვითარებაში. 2016 წელს დაიწერა მე-12-მე-17 სს-ის ტაოკლარჯული ხელნაწერი წიგნების კვლევის ანოტირებული შედეგები; შედგა ამავე ხელნაწერთა ანდერძ-მინაწერების კომენტირებული კატალოგი; ასევე, დადგინდა მე-14-მე-15 სს-ში ტაო-კლარჯეთში შეტანილი ხელნაწერი წიგნების ნუსხა, გადატანის პოლიტიკური მოტივები, პერსონალია. აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ძირითადი მუშაობა მიმდინარეობდა სამცხე საათაბაგოსა და ტაო-კლარჯეთში მოქმედი საკანონმდებლო ძეგლის „ბექა-აღბუღას სამართლის“ შესახებ სამეცნიერო ისტორიული ნარკვევის შექმნაზე. შესწავლილია საკითხის ირგვლივ არსებული სამეცნიერო ლიტერატურა და კვლევის ისტორია. კიდევ ერთხელ შეფასდა ქართველი და უცხოელი მეცნიერების გამოთქმული მოსაზრებები და ურთიერთმიმართება. შესწავლილია ასევე სამართლის ძეგლის ორი ძირითადი და უძველესი ხელნაწერის (Q-206 და S-3683) სტრუქტურა და წარმომავლობა. განისაზღვრა სამართლის შემადგენელი კანონების კუთვნილება იურიდიული დარგების მიხედვით. ჩატარებული სამუშაოს ყველაზე საინტერესო ნაწილი აღმოჩნდა ბექა-აღბუღას სამართლის მონაცემების შედარება შემორჩენილი საისტორიო საბუთების მონაცემებთან, რადგან ტაო-კლარჯეთისა და სამცხე-საათაბაგოს ტერიტორიაზე, XIII საუკუნის მეორე ნახევრიდან მოყოლებული გვიან შუასაუკუნეების ჩათვლით  შექნილი საისტორიო იურიდიული აქტები სწორედ რეგიონის მთავარ საკანონმდებლო ძეგლს – ბექა-აღბუღას სამართალს ეფუძნებოდა. ამას გარდა, ტაო-კლარჯეთში შემქნილ საისტორიო საბუთებს დაემატა რამდენიმე საისტორიო საბუთის ტექსტი.