ქართული პალიმფსესტი

პროექტის დასახელება: ქართული პალიმფსესტი

დარგი და მიმართულება: ქართველოლოგია, ტექსტოლოგია.

დამფინანსებელი ორგანიზაცია: სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

პროექტის ხელმძღვანელი: ლამარა ქაჯაია

პროექტის შემსრულებლები:ლამარა ქაჯაია, ვლადიმერ კეკელია, ციცინო გულედანი, ხათუნა გაფრინდაშვილი, ირმა ხოსიტაშვილი, ნათია მიროტაძე.

გარდამავალი (მრავალწლიანი) პროექტის აღწერა და ეტაპის შედეგები:

1) შემუშავდა პალიმფსესტურ ხელნაწერთა აღწერისა და კატალოგიზაციის პრინციპები

2) გადაისინჯა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდები (ხელნაწერთა და დოკუმენტთა) და გამოვლინდა პალიმფსესტები.

3) წინასწარ შემუშავებული სტანდარტის მიხედვით ტექნიკურად დამუშავდა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული A ფონდის კოლექციის 15 პალიმფსესტი, განისაზღვრა გადასაღები გვერდების რაობები, დიგიტალიზაციისთვის მომზადდა დამუშავებული გვერდები.