საპატიო სტუმრები ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში

2016 წლის 28 იანვარს, ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა ქართველ მთარგმნელსა და ექსპერტს ალექსანდრე კარტოზიასა და გერმანელ მთარგმნელებს უმასპინძლა.

ვიზიტორებმა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდში დაცული უნიკალური ორიგინალი ხელნაწერები მოინახულეს და ასევე დაათვალიერეს საგამოფენო დარბაზში გამოფენილი ხელნაწერების მულაჟები.

სტუმრებს უმასპინძლა ცენტრის მეცნიერ- თანამშრომელმა ნიკოლოზ ჟღენტმა, რომელმაც საინტერესო და მნიშნელოვანი ინფრომაცია გააცნო სტუმრებს ხელნაწერების შესახებ.