ხელნაწერების დიგიტალიზაცია სპექტრული განათების მეშვეობით

2015 წლის 27- 31 ივლისს, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში განხორციელდა საპილოტე პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა უძველესი ხელნაწერების დიგიტალიზაციას სპექტრული განათების მეშვეობით. სპეციალური აპარატურა აშშ-დან ჩამოიტანეს. პროექტის ფარგლებში 5 ხელნაწერის დიგიტალური ასლი შეიქმნა.

ცენტრის დიგიტალიზაციის ლაბორატორიის თანამშრომლებთან ერთად, პროექტში ჩართულები იყვნენ სპეციალისტები სხვადასხვა მნიშვნელოვანი ორგანიზაციიდან: მაიქლ ფელფსი (‘’EMEL’’-ის დირექტორი), დამიანოს კასოთაკი (‘’EMEL’’-ის ოპერატორი) გრეგორი ჰივორსი, დევიდ კელბი და როჯერ ისტონი- მეცნიერები როჩესტერის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან, ასევე კიტ ნოქსი-დამოუკიდებელი მეცნიერი.

საპილოტე პროექტის შედეგად მიღებული რეზულტატი კარგ საფუძველს ქმნის სამომავლო თანამშრომლობისთვის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და სხვადასხვა საერთაშორისო წამყვან ინსტიტუციას შორის.