ისტორიულ პირთა ანოტირებული ლექსიკონის V ტომის პრეზენტაცია

2015 წლის 12 ივნისს, 14:00 საათზე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზში გაიმართა ისტორიულ “პირთა ანოტირებული ლექსიკონი” V ტომის პრეზენტაცია.

“ისტორიულ პირთა ანოტირებული ლექსიკონის” მე-5 ტომით სრულდება მე-11-მე-17 სს. ქართულ ისტორიულ დოკუმენტებში მოხსენიებულ ისტორიულ პირთა შესახებ არსებული ცნობების პუბლიკაცია.”ლექსიკონში” თავმოყრილი ინფორმაცია დაინტერესებულ მკითხველს წარმოდგენას შეუქმნის შუა საუკუნეების საქართველოს სინამდვილეზე, სოციალურ და სამართლებრივ ურთიერთობებზე, დემოგრაფიაზე, ისტორიულ ონომასტიკონზე. ასევე, აქ მკითხველი გაეცნობა მდიდარ გენეალოგიურ მასალას ცალკეულ არისტოკრატიულ საგვარეულოებზე.