ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მხარდასაჭერად ცენტრის მეგობართა საზოგადოება იკრიბება

1 მაისს, 16:00 საათზე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოება ცენტრის  მხარდასაჭერად იკრიბება.
მეგობართა საზოგადოების წევრები არიან საზოგადოების სხვდასხვა სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საქმიანობის ხელშესაწყობად რამდენიმე წლის წინ გაერთიანდნენ. შეხვედრაზე წევრები არსებულ ვითარებაზე იმსჯელებენ და საკუთარ პოზიციას მედიასა და ფართო საზოგადოებას გააცნობენ.
შეგახსენებთ, რომ  ბოლო პერიოდში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შორის წარმოიქმნა უთანხმოება რამდენიმე პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით. მათგან აღსანიშნავია:
1.ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამომავლო ადგილსამყოფელი;
2.ცენტრის არაადეკვატურად მცირე ბიუჯეტი და თანამშრომელთა დაბალი ანაზღაურება;
3.ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან ლაილაშის ბიბლიის შესაძლო გატანა (ეს უკანასკნელი საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა მხოლოდ მთავრობის საგანგებო განცხადების შემდეგ).
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ:2 47 42 42 (109)
ელ-ფოსტა: pr@manuscript.ac.ge
მის: მ.ალექსიძის 1/3