ქართული პალიმფსესტები (პრეზენტაცია – გამოფენა)

2015 წლის 28 აპრილს, 17:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზში გაიმართა ახალი გამოცემის ,,საბაწმინდური ოთხთავი, პალიმფსესტი“ და ახალი პროექტის ,,ქართული პალიმფსესტები (ალბომი-კატალოგი, მონაცემთა ბაზა)’’ პრეზენტაცია. ათეული წლების განმავლობაში, ასევე, პირველად გამოიფინა ცენტრში დაცული უძველესი პალიმფსესტები (V-IX სს).

წიგნი გამოიცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.

ახალ გამოცემაში მოცემულია მათეს და ლუკას ხანმეტი სახარების ფრაგმენტები. მკვლევარის აზრით, ტექსტი მეხუთე საუკუნისაა, გადაწერილია საბაწმიდის ლავრაში.

პროექტის მიზანი ხელნაწერთა ეროვნული ცეტრის ქართულ ფონდში პალიფსესტების შემცველი ხელნაწერების მოძიება, წინასწარ შედგენილი სქემით მათი კატალოგიზაცია, სპეციალური აპარატურით ფოტოგადაღება-დიგიტალიზაცია და ალბომ-კატალოგის მომზდება, პალიმსფესტების მონაცემთა ელექტრონული ბაზის შექმნა და მასში დიგიტალიზებული მასალის განთავსებაა.
პალიმფსესტების შესწავლა მეცნიერებს საშუალებას მისცემს, დააკვირდნენ და გაეცნონ არა მხოლოდ უძველეს თარგმანებს, არამედ კარგად გიაზრონ ქართული დამწერლობისა და ქართული ენის განვითარების პერიპეტიებიც.
ივანე ჯავახიშვილიდან მოყოლებული, მკვლევარების დაინტერესება პალიმფსესტებით საკმაოდ დიდი იყო. მუხედავად ამისა, დღემდე არ არსებობს სრული კატალოგი, რომელიც ასახავდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საცავში დაცულ ყველა პალიმფსესტურ ფურცელს.