პრეზენტაცია „ლიდერთა სახლის“ მოსწავლეებისთვის

კონკურსი “ჩემი კოლექცია”
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენისა და განათლების დეპარტამენტმა 2 აპრილს საგამოფენო-საგანმანათლებლო კონკურსის “ჩემი კოლექცია” პრეზენტაცია გამართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ “დანაშაულის პრევენციის ცენტრის” ახალგაზრდული პროგრამის „ლიდერთა სახლის“ მოსწავლეებისთვის. შეხვედრას უძღვებოდნენ ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი ნესტან ბაგაური და საგამოფენო მიმართულების სპეციალისტი მარიამ ჯაბიძე. პრეზენტაციას ესწრებოდნენ თბილისის საჯარო სკლების უფროსკლასელები.
შეგახსენებთ, რომ კონკურსის “ჩემი კოლექცია” მიზანია მოიძოს საქართველოს მასშტაბით ისეთი ახალგაზრდები (მოსწავლეები, სტუდენტები), რომლებიც აგროვებენ რაიმე სახით სიძველესთან დაკავშირებულ კოლექციას.