ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აცხადებს სტაჟიორთა მიღებას

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აცხადებს სტაჟიორთა ახალი ნაკადის მიღებას. სტაჟიორთა შერჩევა კონკურსის წესით ხორციელდება. 
 
სტაჟიორად მიიღება საქართველოს ავტორიზებული და ავტორიზებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტი, ასევე, უმაღლესი განათლების მქონე პირი (თუ მოთხოვნაში არ არის დაზუსტებული საფეხური).
 
სტაჟირების განმავლობაში სტაჟიორები ცენტრის  დეპარტამენტების, ლაბორატორიებისა და სამსახურების ყოველდღიურ საქმიანობაში სრულფასოვან მონაწილეობას მიიღებენ, გაიღრმავებენ პროფესიულ ცოდნას, შეიძენენ პრაქტიკული მუშაობის უნარ-ჩვევებს.
 
სტაჟირების სრული კურსის გავლის შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.
 
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აცხადებს სტაჟიორთა მიღებას შემდეგი სტრუქტურული ერთეულების მიხედვით: გთხოვთ  იხილოთ  ბმული
 
 
სტაჟირების კანდიდატმა ელექტრონული სახით უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
  • პირადი განცხადება ცენტრის დირექტორის სახელზე (ჩამოსატვირთი ფორმა);
  • ავტობიოგრაფია – CV;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • კურსდამთავრებულისათვის დიპლომის ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან; სტუდენტისათვის უნივერსიტეტის მიერ დამოწმებული ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან;
  • ფოტოსურათი (3×4). 
  • სამოტივაციო წერილი
 
სტაჟიორთა მიღება მოხდება 2 ეტაპად:
  1. სტაჟირების კანდიდატები I ეტაპზე შეირჩევიან წარმოდგენილი სამოტივაციო წერილისა და CV-ს საფუძველზე;
  2. II ეტაპზე გასული სტაჟირების კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას სტაჟირების კომისიის წინაშე.
 
საბუთები მიიღება 2015 წლის 30 მარტიდან 17 აპრილის ჩათვლით, მხოლოდ ელექტრონული ფორმით.
 
არასრული სახით წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ განიხილება. 
 
საბუთების მიღების დასრულების შემდეგ კანდიდატებს მიეწოდებათ ინფორმაცია გასაუბრების კომისიის სხდომის თარიღის შესახებ.
 
 
  
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
 მისამართი: მ. ალექსიძის 1/3
პროგრამის კოორდინატორი: გამოფენისა და განათლების დეპარტამენტი
ტელ.: (32) 2 47 42 42 (შიდა 106)
599 899 635
ელ.ფოსტა:stajireba.manuscript@gmail.com