პროკლე დიადოხოსის „კავშირნი ღვთისმეტყველებითნისა“ და იოანე პეტრიწის „განმარტებების“ სომხური თარგმანი

პროექტის დასახელება: პროკლე დიადოხოსის „კავშირნი ღვთისმეტყველებითნისა“ და იოანე პეტრიწის „განმარტებების“ სომხური თარგმანი

დარგი და მიმართულება:  ჰუმანიტარია, ფილოლოგია, ტექსტოლოგია

დამფინანსებელი ორგანიზაცია: სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

პროექტის ხელმძღვანელი: დამანა მელიქიშვილი

პროექტის შემსრულებლები:  მაია რაფავა ლევან გიგინეიშვილი  ხათუნა გაფრინდაშვილი  ირმა ხოსიტაშვილი  ნათია მიროტაძე

დასრულებული პროექტის აღწერა და შედეგები: 

პროკლე დიადოხოსისა და იოანე პეტრიწის თხზულებების სომხური თარგმანები შესრულებულია 1248 წელს სომეხი დიოფიზიტი ბერის სიმეონ პღნძაჰანელის მიერ. სომხური თარგმანი უაღრესად მნიშვნელოვანია ქართული ორიგინალის ტექსტის შესწავლისა და ტექსტის გამართვისათვის. ნაკლული ადგილების შევსებისა და ზოგიერთი მცდარი ადგილის დაზუსტებისათვის. პროექტი მომზადდა სომხეთში, მატენადარანში დაცული ორი ხელნაწერის მიხედვით. სომხურ ტექსტს ახლავს კრიტიკული აპარატი, რომელშიც მოცემულია ქართულ დედანთან მიმართებით არსებული ყველა თავისებურება. ტექსტებს უძღვის გამოკვლევა და ვრცელი სომხურ–ქართული ლექსიკონი.

1) გამოკვლევა შეიცავს პეტრიწის ენისა და სტილის თავისებურებების განხილვას, მისი ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის სტრუქტურულ-სემანტიკური სისტემის ანალიზს და მისი თეოლოგიური მეთოდის დახასიათებას. მომზადებულია ტერმინოლოგიური ლექსიკონი.

2) წარმოდგენილია სომხური ტექსტის ქართულთან შედარების შედეგები: გამოვლენილი და დახასიათებულია ქართული ტექსტისაგან განსხვავებული მოკლე კომენტარების ჯგუფი, მეკნუთიუნის სახელწოდებით, რომლებიც მოსდევს პეტრიწის ვრცელ განმარტებებს (ლუწმუნქის სახელწოდებით). მათი წყარო ვერ იძებნება და, სავარაუდოდ, სომეხი მთარგმნელის მიერ არის დამატებული და მისი საკუთარი ინტერპრეტაციებია.

3) დასაბეჭდადაა მომზადებული ხელნაწერ H‑1337-ის ფაქსიმილური გამოცემა.

4) მიმდინარეობს პროკლეს „წყარო ცოდნისას“ პეტრიწისეული თარგმანისა და განმარტების დიპლომატიური გამოცემისა და მისი სომხური თარგმანის გამოცემის საბოლოო მოსამზადებელი სამუშაოები.

განხორციელდა ქართული და სომხური ელექტრონული ტექსტების დედანთან – ხელნაწერის ტექსტთან შემოწმება, ლექსიკონის ელეტრონული ვერსიის მომზადება.