I მეფეთას ტექსტის ისტორია და ქართული თარგმანის ადგილი ამ ისტორიაში (ქართული ვერსიების ტექსტუალური მიმართებები უცხოურ წყაროებთან)

პროექტის დასახელება:  I მეფეთას ტექსტის ისტორია და ქართული თარგმანის ადგილი ამ ისტორიაში (ქართული ვერსიების ტექსტუალური მიმართებები უცხოურ წყაროებთან)

დარგი და მიმართულება:  ქართველოლოგია, ფილოლოგია, ტექსტოლოგია

დამფინანსებელი ორგანიზაცია: სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

პროექტის ხელმძღვანელი: ნათია მიროტაძე

პროექტის შემსრულებლები: ნათია მიროტაძე

დასრულებული პროექტის აღწერა და შედეგები:

პროექტი დაფინანსდა და განხორციელდა სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ფარგლებში.

1) შესწავლილ იქნა პირველი მეფეთას ტექსტის ისტორია, ერთი მხრივ, უახლესი სამეცნიერო ლიტერატურის გაცნობით, ხოლო, მეორე მხრივ, უცხოელი კოლეგების (განსაკუთრებით კი ანელი ემელეუსის) პირადი გამოცდილების გაზიარებით.

2) მომზადდა ბიბლიოგრაფია სეპტუაგინტა უნთერნემენისა და ჰელსინკის უნივერსიტეტების უმდიდრეს ბიბლიოთეკებში მუშაობით.

3) დაიწყო პირველი მეფეთას ქართული თარგმანის შედარება ბერძნულ წყაროებთან, რომელიც აუცილებელია ქართული თარგმანის წარმომავლობის დასადგენად და აუცილებელ ეტაპს წარმოადგენს ქართული თარგმანის გოტინგენის გამოცემაში ჩასართავად.

4) ანელი ემელესუთან მუშაობისას ნ. მიროტაძე გაეცნო კრიტიკული აპარატის შედგენის მისეულ პრინციპებს: თუ როგორ უნდა იყოს წარმოდგენილი (ე.ი. რა ტიპის იკითხვისებით) პირველი მეფეთას ქართული თარგმანი გოტინგენის ედიციო მაიორში, რომელსაც სწორედ ანელი ემელეუსი ამზადებს.

5) დამყარდა სამეცნიერო და მეგობრულ-კოლეგიალური კონტაქტები გოტინგენის სეპტუაგინტა უნთერნემენის თანამშრომლებთან და ჰელსინკის უნივერსიტეტსა და ფინეთის აკადემიასთან არსებულ დახელოვნების ცენტრთან „ცვლილებები წმინდა ტექსტებსა და ტრადიციებში“. ეს უკანასკნელი აერთიანებს გამოცდილ და ახლაგაზრდა, დამწყებ, მეცნიერებს, რომლებიც ბიბლიას და განსაკუთრებით კი პირველ მეფეთას სხვადასხვა კუთხით იკვლევენ.

ეს ყოველივე მომავალში აუცილებად გულისხმობს მჭიდრო სამეცნიერო თანამშრომლობას.

6) სტაჟირების განმავლობაში ნ. მიროტაძე მონაწილეობდა დახელოვნები ცენტრის – „ცვლილებები წმინდა ტექსტებსა და ტრადიციებში“ – მიერ ორგანიზებულ სიმპოზიუმებსა და ვორქშოფებში, რომლებზეც გამართულ დისკუსიებსა და პირად საუბრებში წარმოჩნდა ბიბლიის ძველი ქართული თარგმანის მნიშვნელობა სეპტუაგინტას ტექსტის ისტორიის რეკონსტრუირებისათვის.