არსენ იყალთოელის „დოგმატიკონი“ და მისი მნიშვნელობა შუასაუკუნეების ქართული მწერლობისათვის (ტექსტების პუბლიკაცია და გამოკვლევა)

პროექტის დასახელება: არსენ იყალთოელის „დოგმატიკონი“ და მისი მნიშვნელობა შუასაუკუნეების ქართული მწერლობისათვის (ტექსტების პუბლიკაცია და გამოკვლევა) 

დარგი და მიმართულება: ქართველოლოგია, ძველი ქართული მწერლობა, ბიზანტინისტიკა.

დამფინანსებელი ორგანიზაცია: სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

პროექტის ხელმძღვანელი: მაია რაფავა

პროექტის შემსრულებლები:  მაია რაფავა  ნანა ჩიკვატია  დავით შენგელია

დასრულებული პროექტის აღწერა და შედეგები:  7 ხელნაწერის მიხედვით დადგინდა არსენ იყალთოელის მიერ თარგმნილი VII საუკუნის ბიზანტიელი პოლემისტის, ანასტასი სინელის თხზულება „წინამძღუარი“, რომელიც მის მიერ შედგენილი „დოგმატიკონის“ მეთაური ნაწარმოებია. „დოგმატიკონის“ ძირითადი ხელნაწერი, Cod.Tbilis. S-1463 გადაწერილია XII საუკუნეში. „წინამძღვარი“ შედგება 24 თავისგან, ნაწარმოები პოლემიკურია, მიმართულია ძირითადად მონოფიზიტებისა და მისი ფრაქციების წინააღმდეგ. მონოგრაფიას ახლავს გამოკვლევა, ლექსიკონი, ინვერსიული ლექსიკონი, პირთა საძიებელი. გარდა უშუალოდ ანასტასი სინელის „წინამძღურისა“, გამოკვლევაში მიმოხილულია კრებულ „დოგმატიკონთან“ დაკავშირებული საკითხები.