ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში (ბეჭდური და ენციკლოპედიური ლექსიკონი)

პროექტის დასახელება: ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში (ბეჭდური და ენციკლოპედიური ლექსიკონი)

დარგი და მიმართულება: ქართველოლოგია, წყაროთმცოდნეობა.

დამფინანსებელი ორგანიზაცია: სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

პროექტის ხელმძღვანელი: თამარ აბულაძე

პროექტის შემსრულებლები: თამარ აბულაძე, მზია სურგულაძე, დარეჯან კლდიაშვილი, ვლადიმერ კეკელია, ცისანა აბულაძე,

ელენე ცაგარეიშვილი.

გარდამავალი (მრავალწლიანი) პროექტის აღწერა და ეტაპის შედეგები:

შუასაუკუნეების ქართულ  სამოხელეო სისტემას არაერთი მეცნიერული ნაშრომი ეძღვნება, მაგრამ ისინი შემოსაზღვრულია ან ისტორიული პერიოდით, ან სამოხელეო ინსტიტუტით.  პროექტის მიზანია გააერთიანოს ქართული სახელმწიფოებრიობის სხვადასხვა ეტაპზე მოქმედი სახელმწიფო ინსტიტუტები, უჩვენოს მათი წარმოქმნა-განვითარების, ფუნქციონირების და გარდაქმნა-გაქრობის გარემოებები; წარმოაჩინოს უცხოური სამოხელეო ინსტიტუტების ზეგავლენა და მათი შერწყმა-ადაპტაცია ადგილობრივ სოციალურ სინამდვილესთან, გამოკვეთოს ცალკეული საგვარეულოების და პიროვნებების მნიშვნელობასახელმწიფოებრივი ცხოვრების ორგანიზებაში, მათი ნათესაური კავშირების როლი და თანამდებობრივ მფლობელობასთან დაკავშირებული საკითხები.  ნაშრომის ქრონოლოგიური ჩარჩო მოიცავს ხანგრძლივ პერიოდს – გვიანანტიკური ხანიდან მე-19 საუკუნემდე.

პროექტი სამწლიანია. დაიწყო 2014 წელს. 2015 წელს გაგრძელდა  ქართული და უცხოური წერილობითი წყაროების, ეპიგრაფიკის, ხელნაწერთა ანდერძ-მინაწერების და სხვა მასალის დამუშავება სამოხელეო ტერმინოლიგიის და პერსონალიის კუთხით.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა შუალედური კონფერენცია, რომელზეც წარმოდგენილი იყო მოხსენებები და საილუსტრაციო მასალა.

2015 წელს დამუშავდა ბაგრატ ბატონიშვილის, დავით ბატონიშვილის, ფარსადან გორგიჯანიძის, ომან ხერხეულიძის ნარატიული წყაროები, ასევე, იუსტიციის სამინისტროს არქივში დაცული ისტორიული დოკუმენტები (ქართლ-კახეთი, მეთვარამეტე საუკუნე); ამოიწერა მასალა, შეივსო ბიბლიოგრაფია. დაიწერა სტატია მდივანბეგებზე.მიმდინარეობს მასალის ამოწერა და დამუშავება ისტორიული წყაროებიდან: მე-5-მე-11 საუკუნეების აგიოგრაფიული ძეგლებიდან და მე-11-მე-მე-17 საუკუნეების ისტორიული დოკუმენტებიდან; სტატიების შედგენა ცალკეულ სამოხელეო ინსტიტუტებზე.

განხორციელდა სხვადასხვაენოვანი (ქართული, სომხური, სპარსული, ოსმალური, არაბული) წყაროებიდან (ნარატიული,ისტორიული დოკუმენტები, ეპიგრაფიკა, ანდერძ-მინაწერები, სინოდიკონები, ლექსიკონები და სხვ.) სამოხელეო ტერმინოლოგიის ამოწერა, დამუშავება, ანბანზე გაწყობა და მოხელეების შესახებ საენციკლოპედიო სტატიების დაწერა.