საბრძოლო ხელოვნების ფესტივალზე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

დღეს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპის მოედანზე, შავფაროსნების ორგანიზებით გამართულ საბრძოლო ხელოვნების ფესტივალში.
საბრძოლო ხელოვნების ფესტივალზე ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა წარმოადგინა 2 ფოტოგამოფენა:
1. ქართველი მეფეების გაცემული ისტორიული საბუთები და საბრძოლო შინაარსის დოკუმენტები;
2. ტაო-კლარჯეთის ციხე-სიმაგრეების ფოტოები;
გამოფენაზე, ასევე გატანილი იყო მანდატურთუხუცესი ჭიაბერის საბუთის მულაჟი, რომელზეც თამარ მეფის ხელრთვაა დატანილი.