ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენა ბორჯომქალაქობაზე

26,27 და 28 აგვისტოს ქალაქ ბორჯომში, ბორჯომის მუნიციპალიტეტისა და კულტურის სამსახურის ორგანიზებით ფოლკლორის დღეები გაიმართა.

27 აგვისტოს, წარმოდგენილი გახლდათ ბულგარელი ფოტოგრაფის ივო ხაჯიმიშევის ფოტოგამოფენა სახელწოდებით: „ბალკანეთის ხელნაწერთა მემკვიდრეობა: VI-XVIII საუკუნეები“.

ღონისძიების მხარდამჭერი იყო ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და ბულგარეთის საელჩო საქართველოში.