მოგზაურობა ხელნაწერთა სამყაროში

2014 წლის 19 მაისს, 12:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა “ICOM”-ის მიერ დაწესებულ მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაიწყო პროგრამა „მოგზაურობა ხელნაწერთა სამყაროში“, რომელიც წელს ეძღვნება ბავშვთა სახლების აღსაზრდელებს.

პროგრამის მიზანია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საქმიანობისა და შიდა სამუშაოების გაცნობა საზოგადოებისთვის. პატარა აქტივობების სახით დამთვალიერებლის ამ სამუშაოებში ჩართვა, ინტერესის გაღვივება და სამომავლო ურთიერთობებისათვის საფუძველის გამყარება. ვინაიდან მუზეუმის საერთაშორისო დღის სლოგანია: „მუზეუმის კოლექციები ქმნის კავშირებს“, პროგრამაც დაგეგმილია ისე, რომ აჩვენოს რამდენად მჭიდრო შეიძლება იყოს კავშირი ხელნაწერ მემკვიდრეობასა და საზოგადოებას შორის.

პროგრამა გაგრძელდება 23 მაისის ჩათვლით და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ასზე მეტი ბავშვთა სახლის აღსაზრდელი ეწვევა.