კატარის უნივერსიტეტის პრეზიდენტის ვიზიტი

7 აპრილს, 14:00 საათზე ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს კატარის უნივერსიტეტის პრეზიდენტი დოქტორი შეიხა აბდალა ალ-მისნედი, ასევე დოქტორი დარვიშ ალ ემადი და დოქტორი ხალიდ ალ-ალი ესტუმრნენ.
კატარელმა სტუმრებმა დაათვალიერეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ქართული და არაბული ხელნაწერები.

ვიზიტის მიზანი იყო საქართველოს განათლების სისტემის გაცნობა და მომავალი თანამშრომლობის გაღრმავება.