ქართულ დასურათებულ ხელნაწერთა (IX- XIX სს.) გაფორმებაში ჩართული მინიატიურების მონაცემთა ბაზა

პროექტის დასახელება:  ქართულ ურათებულ ელნაწერთა          (IX- XIX სს.) ორმებაში რთული ტიურების მონაცემთა ბაზა

დამფინანსებელი ორგანიზაცია: სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

პროექტის ხელმძღვანელი:  ტატიშვილი ქეთევანი

პროექტის შემსრულებლები:  ტატიშვილი ქეთევანი ჭავარიანი ელენე ციციშვილი ნინო

დასრულებული პროექტის აღწერა და შედეგები:  2014  წლის გაზაფხულზე დაფინანსების  მოპოვების შემდეგ სამუშაო ჯგუფმა, რომლის ძირითადი

მონაწილეები ვართ ტატიშვილი ქეთევანი, მაჭავარიანი ელენე, ციციშვილი ნინო, დაიწყო მუშაობა

ქართულ  დასურათებულ ხელნაწერთა მინიატურების დამუშავებასა და  მონაცემთა ბაზისთვის

მომზადებაზე.       დავამუშავეთ    ხელნაწერთა   ეროვნულ    ცენტრში   დაცული       მეცხრე–მეცამეტე

საუკუნეების მოხატული ხელნაწერების მასალა. პროექტის ფარგლებში მისი მონაწილეები 2014 წლის

ივლისში მივლინებით ვიმყოფებოდით სვანეთის ისტორიისა და  ეთნოგრაფიის მუზეუში, სადაც

დაცულია  5  უნიკალური მოხატული სახარება-ადიშის (897 წ.),  მესტიის (1033წ.),  იენაშის (XIIIს.),

ლაფსყალდის (XIIIს.) და ტვიბერის (X-XI ს.). 30 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით მივლინებით

ვიყავით     ქუთაისშიც,     სახელმწიფო     ისტორიულ     მუზეუმში,     სადაც     მრავალი     უნიკალური

დასურათებული ხელნაწერია  დაცული.   ცენტრის  დიგიტალიზაციის  ლაბორატორიის  უახლესი

აპარატურით კვალიფიციური დიგიტალიზატორის მიერ გადაღებულ იქნა მინიატიურები