ასტრონომიული ხელნაწერები საქართველოში

პროექტის დასახელება:  ასტრონომიული ხელნაწერები საქართველოში

დამფინანსებელი ორგანიზაცია: სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

პროექტის ხელმძღვანელი: ირაკლი სიმონია

პროექტის შემსრულებლები:  ირაკლი სიმონია, თამარ აბულაძე, ნესტან ჩხიკვაძე, ლია სამყურაშვილი.

დასრულებული პროექტის აღწერა და შედეგები:     პროექტი გულისხმობს ასტრონომიული შინაარსის ქართული, სპარსული და არაბული მასალის შემცველი ხელნაწერების კვლევას, სისტემატიზაციას და მათი მონაცემების ჩართვას საერთაშორისო სამეცნიერო მიმოქცევაში; კვლევის არეში შემოდის ნაწილობრივ შესწავლილი და ასტრონომიის ისტორიის თვალსაზრისით დღემდე უცნობი ხელნაწერები, მათი შესწავლა და მნიშვნელობის დადგენა; მასალის კატალოგიზაცია; შეიქმნება მონაცემთა ბაზა და ვებ-გვერდი; გამოიცემა კატალოგი. პროექტის ხანგრძლივობა: 03.2012-03.2014

2013 წლის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოები და მიკვლეული შედეგები: ასტრონომიის ისტორიის კუთხით გადაისინჯა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის S და Q ფონდის ხელნაწერები;  შევადგინე 75 განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხელნაწერის ბიულეტენი; ამავე თვალსაზრისით შევისწავლე ცენტრის სპარსულ ხელნაწერთა კოლექციებში დაცული 23 ხელნაწერი და შევადგინე სათანადო ბიულეტენები