„ქართული დამწერლობა (მონაცემთა ბაზა და პალეოგრაფიული ალბომი)“

პროექტის დასახელება:  „ქართული დამწერლობა (მონაცემთა ბაზა და პალეოგრაფიული ალბომი)“

პროექტის ხელმძღვანელი: ზაზა ალექსიძე 

დასრულებული პროექტის აღწერა და შედეგები: პროექტის ხანგრძლივობა: 2012 წლის 2 აპრილი – 2014 წლის 1 აპრილი. პროექტი მიზნად ისახავს ქართულ დამწერლობასთან დაკავშირებულ სამეცნიერო მონაცემთა ბაზის შექმნას, ასევე ქართული დამწერლობის პალეოგრაფიული ალბომის შედგენას. ამ მიზნით დადგინდა დათარიღებული ხელნაწერი ტექსტების ნუსხა და დაიწყო გრაფიკული მოხაზულობით მნიშვნელოვანი შერჩეული ხელნაწერი გვერდების პალეოგრაფიული აღწერა, მათი დიგიტალური ვერსიების შექმნა.